რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 800-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში კოვიდი 865 პირს დაუდასტურდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 127 234.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 986 928- მდე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კოვიდით გარდაიცვალა 30 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პირი ემსხვერპლა.

Print