რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსი 700-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 847 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 721 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, აფხაზეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1992 წელს დაბადებული პაციენტი.

ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 156 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 29 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 45 104 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 37 488 პირი, გარდაიცვალა 602 ადამიანი.

Print