რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 1131 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 315 ახალი დადასტურებული შემთხვევა. სამეგრელო - ზემო სვანეთში კოვიდი 1 131 პირს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების მიმდინარე 180 385 აქტიური შემთხვევაა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 55 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პირი ემსხვერპლა.
Print