რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსით 937 ადამიანი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 288 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში კოვიდი 937 პირს დაუდასტურდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 369 764 - მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 51 კოვიდინფიცირებული პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კოვიდ 19 -ს  ჯამში 15 822 პირი ემსხვერპლა.
Print