რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 33 პირი დაინფიცირდა
აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 148 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 33-ს COVID-19 დაუდასტურდა.

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო კლინიკებში 45 პირი მკურნალობს, მათგან 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 406 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 50 298, ხოლო გარდაიცვალა 679 ადამიანი.
Print