რეგიონი
სამეგრელოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში სამეგრელო - ზემო სვანეთში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი კი 352 პირს დაუდასტურდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 649 005 - ს შეადგენს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 862 საიდანაც, 486 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 4 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გასული დღე - ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კოვიდით დაავადებული 3 პაციენტი.



Print