რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 17 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 273 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი 17 პირს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 577 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 630 564 - მდე.

გასული დღე -ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 1 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 766 პირი ემსხვერპლა.


Print