რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 62 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 8 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 36 ადამიანი მკურნალობს, მათგან 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 556 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 51 222, ხოლო გარდაიცვალა 681 ადამიანი.

Print