რეგიონი
სინოპტიკოსები ორი დღე წვიმას და შტორმს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. მათივე  განცხადებით, ნავარაუდევია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
Print