რეგიონი
სამეგრელოში კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქყვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 153 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში კოვიდი 8 პირს დაუდასტურდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 037-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 228 საიდანაც, 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 935 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გასული დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


Print