რეგიონი
ზუგდიდის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ჩაკეტილი წრე„ პრემიერა გაიმართება.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჟისორმა ლაშა შეროზიამ სპექტაკლი სლავომირ მროჟეკის პიესის „ღია ზღვაში“ პიესის მიხედვით დადგა.

სცენარის თანახმად, „გემის ჩაძირვის შემდეგ, ტივზე 3 გადარჩენილი ადამიანი ხვდება. შუა ზღვაში, ეულად დარჩენილი სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის სიმშვიდეს შ ი მ შ ი ლ ი არღვევს. ისინი გადაწყვეტენ, რომ, გადარჩენის მიზნით ერთ-ერთი მათგანი უნდა შეჭამონ. სწორედ აქ იწყება ძალიან სასაცილო და შოკისმომგვრელი ბრძოლა გადარჩენისთვის. სიმართლესა და ტყუილს შორის ყველანაირი საზღვარები იშლება. საბოლოოდ კი ყველაფერი აბსურდსა და სიგიჟემდე მიდის, საიდანაც გამოსავალი თითქოს არ ჩანს'', - ვკითხულობთ თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

პრემიერა 7 მაისს 19:00 საათზე დაიწყება.


Print