ძლიერი წვიმის შედეგად ბაგრატის ტაძარში წყალი ჩავიდა
19:58 / 13.10.2012
ძლიერი წვიმის შედეგად ბაგრატის ტაძარში წყალი ჩავიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრესმდივანმა თამარ კვანტალიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ვითარებაში გასარკვევად ბაგრატის ტაძრის ერთ-ერთ მღვდელმსახურს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ წყალი ტაძარში არა სახურავიდან არამედ სარკმლიდან ჩავიდა.
"არის რაღაც ტექნიკური პრობლემა, რომლის გამოსასწორებლად მუშაობენ", _ დასძინა თამარ კვანტალიანმა.
წყარო

მასალის გამოყენების პირობები