ქუთაისში H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
15:49 / 14.02.2013
ვირუსის გამოვლინება დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე დაადასტურა. პაციენტი 4 წლის ბავშვია.
მცირეწლოვანი ბავშვი ამჟამად ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის მკურნალობას.
ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მასალის გამოყენების პირობები