გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
15:14 / 18.03.2013
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური - კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით
თოვლისა და ლიპყინულის გამო არაგვისპირი-გუდაურისა(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ საქართველოს გზებზე, ყველა სხვა მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალის გამოყენების პირობები