მეორე ტურის შედეგად საზმაუმ ახალი დირექტორი აირჩია									
			
		
						
								
					
											
							12:35 / 06.01.2017						
					
				
			
								საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად
ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.
პირველი კენჭისყრის დროს ვასილ მაღლაფერიძემ ოთხი ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა - ორი, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.
	
კონკურსის მეორე ტურში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა - ვასილ
მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და
თინათინ ბერძენიშვილი.
განმეორებითი ფარული კენჭისყრის შედეგად ვასილ მაღლაფერიძემ 6 ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა - 2.
კანდიდატის გამარჯვებისთვის ხუთი ხმა იყო საჭირო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 6 წლით ვადით ირჩევენ.
			
											პირველი კენჭისყრის დროს ვასილ მაღლაფერიძემ ოთხი ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა - ორი, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.
განმეორებითი ფარული კენჭისყრის შედეგად ვასილ მაღლაფერიძემ 6 ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა - 2.
კანდიდატის გამარჯვებისთვის ხუთი ხმა იყო საჭირო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 6 წლით ვადით ირჩევენ.
					
						
მასალის გამოყენების პირობები