საქართველოს მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა									
			
							15:41 / 21.01.2017						
					
								მატარებლების ბიბლიოთეკებით აღჭურვა ზაფხულის
სეზონისთვის იგეგმება. საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის დაჩი ცაგურიას ინფორმაციით,
მოქალაქეებსაც შეუძლიათ სასურველი წიგნი პროექტს აჩუქონ. წიგნის
დატოვება  "თბილისი ცენტრალში", რკინიგზის სალაროების გვერდით,
სადგურის მორიგესთან იქნება შესაძლებელი.
„პროექტის მიზანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მატარებლებში წიგნის კითხვის კულტურა დავნერგოთ და ვფიქრობთ, მგზავრობა ასე უფრო კომფორტული, სასიამოვნო და საინტერესო გახდება. ვგეგმავთ, სპეციალური თაროების გაკეთებას, სადაც 100-150-მდე წიგნი განთავსდება“.
ბიბლიოთეკაში უცხოენოვანი ლიტერატურაც იქნება ტურისტებისთვის.
წყარო:IPN
			
მასალის გამოყენების პირობები