ვინ შეცვლის პრემიერ-მინისტრს მთავრობაში?
19:26 / 24.06.2013
პრეზიდენტობის კანდიდატმა და განათლებისა მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა რომ მთავრობაში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შემცვლელზე საუბარი უკვე დაწყებულია.
"შემცვლელზე საუბრი ბუნებრივია ხორციელდება, მაგრამ ამ დეტალებზე საჯაროდ საუბარი, ჩემი კომპეტენცია არ არის", – განაცხადა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება განათლების მომავალ მინისტრს, მარგველასვილმა ამ კითხვას არ უპასუხა და ჟურნალისტები პრემიერთან გადაამისამართა.

მასალის გამოყენების პირობები