საზოგადოება
ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები ბოლო ორი კვირის მანძილზე
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის 1იავრიდან 15 -ის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოავლინეს. აქედან დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 28, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 5 ფაქტი დაფიქსირდა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 49 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა - 21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე - 14, ქვემო ქართლის მასშტაბით - 19, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 26.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 412 მ3-მდე ხე-ტყე.



Print