საზოგადოება
აშშ მოუწოდებს რუსეთს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია

აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი მიესალმა საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში

მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. შესაბამისი განცხადება ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას სიტყვით გამოსვლის საპასუხოდ გაკეთდა. ამასთან ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს, მოუწოდებს მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. 

11-12 აპრილს ვენაში გამართული ვიზიტის დროს მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

Print