საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს ®️
ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის კლიმატური ცვლილებები, როგორიცაა წყალდიდობები ან ხანძრები, საფრთხეს წარმოადგენს.

"ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თემა. ბუნების დაცვა, არამხოლოდ ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. კლიმატური ცვლილებები ეხება ყველას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ წყალდიდობებს, ხანძრებს. ჩვენი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს. უცხოეთში ყველა კონფერენციებში, სადაც მსჯელობენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, თქვენი წარმომადგენელი ვიქნები. პრეზიდენტის წასვლა ასეთ კონფერენციებზე აჩვენებს ყველას, რომ ქვეყანა ამ ბრძოლაში ჩართულია. საქართველო მრავალფეროვანი ბუნების მქონეა, მთელი მსოფლიოსთვის ღირებულია აქაური ფაუნა და ფლორა.. ამიტომაც, მნიშვნელოვანია დავიცვათ ის და მოვითხოვოთ ჩვენი პარტნიორების დახმარება ამ რეგიონს მოცემულობაში აქვს ეკოტურიზმი, ეკოპროდუქტები, რაფტინგი და ბევრი სხვა და ამ ყველაფრის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, სპორტი, რომელიც ველურ ბუნებაში ძალიან კარგად ვითარდება. მათ შორის ცხენოსნობა, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი სპორტული სახეობა და არ მესმის თუ რატომ არ არის საქართველოში მეტად განვითარებული, არადა ნამდვილად ზის ჩვენს ხასიათში და ნაკლემ მნიშვნელობას ვანიჭებთ მას", – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Print