საზოგადოება
სამოქალაქო პედაგოგთა კონფერენციაზე ჩხორიის, ფახულანისა და ორულუს სკოლის პედაგოგები დააჯილდოვეს
თბილისში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია- გამოფენა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობა სამოქალაქო განათლების 300-მდე პედაგოგმა მიიღო.
ღონისძიებაზე რეგიონების წარმომადგენლები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვეს.

სამეგრელოს რეგიონის წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიას საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია არახამია გახდა, წლის წარმატებული პედაგოგის ტიტული ფახულანის საჯარო სკოლიდან ნანა ციმინტიამ მოიპოვა, პროექტული სწავლების ხელშეწყობისთვის კი ორულუს საჯარო სკოლის პედაგოგი მაყვალა სოსელია დაჯილდოვდა.

კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის " მომავლის თააობა" ფარგლებში ჩატარდა. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონალურ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID) .

სამეგრელოს რეგიონში პარტნიორი ორგანიზაციაა ასოციაცია "ათინათი".



Print