ღარიბაშვილი აგვისტოს ომში დაღუპულ შსს თანამშრომლების ოჯახებს მოინახულებს
14:30 / 07.08.2013
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდება. როგორც სამინისტროს პრესსამსამსახურში აცხადებენ, ღარიბაშვილი მათ პირადად გაესაუბრება და დაღუპულ პოლიციელთა შვილებს საჩუქრებს გადასცემს.
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა.

მასალის გამოყენების პირობები