დღეს ბათუმში საბაგირო გზა გაიხსნება
14:58 / 16.08.2013
ბათუმის საბაგირო გზას საზეიმო ვითარებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გახსნის. ბათუმის საბაგირო გზა კომპანია „ჰესტოკ-ბათუმის“ საკუთრებაა, რომელმაც ამ პროექტით 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზაზე ამ მომენტისათვის 8 გონდოლა მოძრაობს, თუმცა გათვლილია 22 გონდოლაზე. ის ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლიდან დაეშვება და საათში 500 ადამიანს მოემსახურება. ფერიის მთიდან დაშვება მსურველთათვის უფასოა, ხოლო ნავსადგურიდან მგზავრობის ფასი 3 ლარს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები