არასამთავრობოები ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დღეს წარადგენენ
15:12 / 23.08.2013
თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს თავმჯდომარეობის ერთ კანდიდატზე შეთანხმდა, რომელსაც, დღეს, ოფიციალურად წარადგენს. სავარაუდოდ, არასამთავრობო სექტორი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელზე თამარ ჟვანიაზე შეჩერდა.
არასამთავრობოები საკუთარ კანდიდატურას, დღეს, 11:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარადგენენ.
ზურაბ ხარატიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება, 12 აგვისტოს, დაწერა. ამის შემდეგ კი იგი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მასალის გამოყენების პირობები