ექიმები მოსახლეობას მზეზე ყოფნისგან თავის შეკავებას ურჩევენ
15:57 / 27.08.2012
საქართველოში დღეს ტემპერატურა აიწევს და სიცხეა ნავარაუდევი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ერთი დღით ზესტაფონსა და ქუთაისში ტემპერატურა 39, აღმოსავლეთსა და დედაქალაქში კი 36 გრადუსს მიაღწევს.
ხვალიდან სპეციალისტები ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესებას და წვიმას ვარაუდობენ.
ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევენ და ბავშვებს მზეზე ყოფნისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

მასალის გამოყენების პირობები