Google -ს აქსესუარები Diane von Furstenberg -ის ჩვენებაზე
20:43 / 10.09.2012
Diane von Furstenberg ჩვენებაზე, რომელიც New York Fashion Week -ის ფარგლებში ჩატარდა , მოდელებმა გააკვირვეს მაყურებლები ტექნოლოგიური დიზაინის სათვალეებით.
სათვალეებს არა აქვთ ჩარჩო , თუმცა მარჯვენა მხარეს ჩამონტაჟებული აქვთ მინიატურული ვიდეოკამერის ობიექტივები. როგორც აღმოჩნდა Glass Project კომპანია Google -ის გამოგონებაა და წარმოადგენს არა მარტო მოდურ აქსესუარს, არამედ არაჩვეულებრივად ფუნქციურ მოწყობილობას.
სათვალეების საშუალებით შესაძლებელია ფოტოების გადაღება, ვიდეოს ჩაწერა, შეტყობინებების მიღება-გაგზავნა და ბევრი სხვა. ამრიგად , Diane von Furstenberg -ის შოუსთვის მზადება და უშუალოდ ჩვენება თავად მოდელებმა დააფიქსირეს საოცარი სათვალეების საშუალებით. ორიოდ დღეში наhttp://www.youtube.com - ზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ გადაღებების შედეგები „პირველი პირისგან“ ფილმში «DVF Through Glass».
elle.ru- ს მასალების მიხედვით

მასალის გამოყენების პირობები