ზედაეწერში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
15:30 / 20.11.2012
ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა სატვირთო მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად „ოპელის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი აფხაზეთის ომის მონაწილე ხ.უბილავაა.

მასალის გამოყენების პირობები