ზუგდიდში „საჭადრაკო ფესტივალი-2012“ გაიმართა
22:20 / 25.12.2012
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში 22-25 დეკემბერს „საჭადრაკო ფესტივალი-2012“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში 2 შეჯიბრი და ღია ტურნირი ჩატარდა, რომელიც შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში მონაწილეობა 100-მდე მოჭადრაკემ მიიღო.
საჭადრაკო ფესტივალის დახურვის დღეს, ასაკობრივ და ღია ტურნირში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ასევე გამოვლინდა ღია ტურნირში მოყვარულთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკე.
გამარჯვებული მოჭადრაკეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

მასალის გამოყენების პირობები