ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი -„პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს“
18:37 / 08.01.2013
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს. „პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს“ ასეთი იყო საინიციატივო ჯგუფის ათამდე წარმომადგენლის მთავარი გზავნილი.
ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, გოგი ხოჭოლავას განცხადებით პრეზიდენტის გადადგომა პუტინის ოცნება და ანტიდემოკრატიული ნაბიჯია.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა არ გადაგეს პრეზიდენტი და როცა დრო მოვა არჩევნების გზით გადააბაროს მომავალ პრეზიდენტს მმართველობა“-აღნიშნა გოგი ხოჩოლავამ.

მასალის გამოყენების პირობები