ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების ყოფილი უფროსი დაკავებულია
17:24 / 19.01.2013
ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებასთან საოლქო პროკურორის მოადგილე, ნონა თოლორაია აცხადებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა, ვალერიან იოსავამ, 18 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამირან ჯანაშიას დაკავებას წინ უძღოდა იმ პატიმრების დაკითხვა, რომლებიც ამხელდნენ ციხის ყოფილ უფროსს სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტებაში.

მასალის გამოყენების პირობები