მაკარონის სალათა სოკოთი
14:35 / 09.04.2013

- 200 გრამი ქამა სოკო
- 400 გრამი მაკარონი
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა (წითელი)
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა (მწვანე)
- 10 გრამი მწვანე ხახვი
- 10 გრამი ოხრახუში
- 2 სუფრის კოვზი ძმარი
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი
- გემოვნებით შავი პილპილი
- გემოვნებით მარილი
- ქამა სოკო გავჭრათ შუაზე.
- მწვანე ხახვი, ბულგარული წიწაკა და ოხრახუში დავჭრათ წვრილად.
- ქვაბით დავადგათ წყალი, რომ ადუღდება ჩავყაროთ 1 სუფრის კოვზი მარილი და მაკარონი.
- ვადუღოთ მაკარონი მოხარშვამდე.
- გადმოვიტანოთ მაკარონი საწურზე და მოვასხათ მცენარეული ზეთი რომ არ მიეკრას ერთმანეთს.
- გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ქამა სოკო ორივე მხრიდან.
- ავიღოთ ლამბაქი ჩავასხათ ძმარი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, შავი პილპილი, მარილი და კარგად აურიოთ.
- სასალათეში მოვათავსოთ მაკარონი, სოკო, მწვანე ხახვი, ბულგარული წიწაკა, ოხრახუში და მოვასხათ ზეთი და ძმრის ნაყენი.
- ამოურიოთ და გადმოვიღოთ ლანგარზე.
მასალის გამოყენების პირობები