რუბრიკები
ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ზუგდიდი–მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. კერძოდ, ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის უშგული–ლასდილის (188 – 198 კმ ) მონაკვეთზე, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გარდა, მოძრაობა აკრძალულია. დიდთოვლობის გამო, ასევე მოძრაობა შეზღუდულია ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას, ჩოხატაური-ბახმაროს, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წაკლკა-ნინოწმინდის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის, ფშაველი–აბანო–ომალოსა და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზებზე.
Print