ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახური სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
15:53 / 20.11.2015
ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახური პირუტყვის მესაკუთრეებს თხოვნით მიმართავს, ნუ დატოვებენ მსხვილფეხა პირუტყვს მეთვალყურეობის გარეშე. "სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია და კანონმორჩილება თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. მოგმართავთ თხოვნით - თუ ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, უმეთვალყურეო საქონელს წააწყდით, გთხოვთ დარეკოთ : 591 44 53 38", - ნათქვამია მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიმდინარე თვეს, (1.11.2015 - 20.11.2015) გამოვლენილ და დაჯარიმებულ იქნა 14 მსხვილფეხა საქონლის მეპატრონე, აქედან განმეორებით დაჯარიმდა 6 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები