რუბრიკები
ხაჭოს ნამცხვარი
თქვენ დაგჭირდებათ ☛ • 500 გ. ხაჭო. • 3 ც. კვერცხი. • 3 ს.კ. შაქარი. • 5 ს.კ. მანის ბურღული. • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი. • 1 ჩ.კ. ვანილის ესენცია. • ქიშმიში გემოვნებით. მომზადების წესი: ✔ კვერცხის ცილის გარდა, ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში. ✔ ✔ ცილა კარგად ათქვიფეთ, მწიკვ მარილთან ერთად. შემდეგ კი ნელ-ნელა შეურიეთ ხაჭოს მასას. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოათავსეთ მასში მიღებული მასა და აცხვეთ 45 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება. სუფრასთან არაჟანთან ან ჯემთან ერთად მიიტანეთ. გემრიელად მიირთვით
Print