ზუგდიდის გამგეობას დაქვემდებარებული სამსახურები პრემიებს მიიღებენ
19:36 / 28.06.2013
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, სამხედრო აღრიცხვის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები, ვლაქერნობის და პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფულად დახმარებას მიიღებენ.
ამის შესახებ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, ზუგდიდის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულად დახმარებას, წელიწადში 5-ჯერ, სადღესასწაულოდ, გასცემდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი ფულადი დახმარება 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებითაც გაიცა.

მასალის გამოყენების პირობები