14 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 48 წლის მამაკაცი დააკავეს
15:16 / 19.07.2013
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული ელიზბარ ფ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა , რომ დაკავებულმა 1999 წელს დაბადებულ კლავდია მ-სთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა.
სამართალდამცველებმა ელიზბარ ფ, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 140-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

მასალის გამოყენების პირობები