დავით ნარმანია და კახა კალაძე სენაკში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან
17:38 / 31.07.2013
სენაკში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა თათბირი, სადაც მინისტრებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოისმინეს ბოლო ინფორმაცია ზარალის თაობაზე, ხოლო შემდეგ ქალაქში გაწმენდით სამუშაოები დაათვალიერეს, რის შემდეგაც დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძის განცხადებით, სენაკში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ბოლომდე დათვლილი არ არის. ამ დროისთვის 70-მდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა აღნიშნული პრობლემა დღის ბოლოსკენ მოგვარდება. დგებუაძე ასევე დასძენს რომ ამ წუთებში მინისტრებთან ერთად მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

მასალის გამოყენების პირობები