ხობში კობა შუბითიძის სახელობის საფეხბურთო თასის გათამაშება დაიწყო
17:02 / 03.08.2013
ხობში 2004 წელს ცხინვალში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის კობა შუბითიძის თასის გათამაშება ფეხბურთში დაიწყო.
ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს. აქედან 3 გუნდი თავდაცვის სამინიტროს სენაკის, ქუთაისისა და ხონის ბრიგადების წარმომადაგენლებითაა დაკომპლექტებული.
ტურნირში გამარჯვებულს გარდამავალი თასი გადაეცმა. ტურნირს, როგორც ადგილობრივები, ასევე სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები და შუბითიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ტურნირი 8 აგვისტოს დასრულდება.

მასალის გამოყენების პირობები