ევროპელი მამაკაცები 11 სმ–ით გაიზარდნენ
15:36 / 02.09.2013
უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში ევროპელი მამაკაცები 11 სმ–ით გაიზარდნენ, ასეთ დასკვნამდე ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ.
თუ 1871 წელს, საშუალო ევროპელის სიმაღლე 1,67 სმ–ს შეადგენდა, 100 წლის შემდეგ ამ ნიშნულმა 1,77სმ–ს მიაღწია. მთავარ ფაქტორებს შორის მოხსენების ავტორები ცხოვრების პირობების გაუმჯებესებას და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას მოიხსენიებენ. არასაკმარისი ისტორიული მონაცემები გააჩნიათ მეცნიერებს ქალთა სიმაღლის დასადგენად, რადგან მამაკაცთა სიმაღლის აზომვა ძირითადად სამხედრო სამსახურის გავლის დროს ხდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები