გალის რაიონში გატაცებულ ცირა ცაცუას გათავისუფლების სანაცვლოდ გამტაცებლები 15 ათას აშშ დოლარს ითხოვენ
18:58 / 17.09.2013
გალის რაიონში 2 დღის წინ გატაცებულ 33 წლის ცირა ცაცუას გამტაცებლებმა გათავისუფლების სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 ათასი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დღეს თანხის ნახევარს 15 ათას ამერიკულ დოლარს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ მიაწოდა. შეგახსენებთ რომ გატაცება გალის რაიონ სოფელ ზემო ბარღებში მოხდა. ექვსმა ნიღბიანმა 33 წლის ცირა ცაცუა სოფელ ზემო ბარღებიდან გაიტაცა.

მასალის გამოყენების პირობები