ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ეგვიპტისა და ბელორუსიის საერთაშორისო გამოფენებში გაიმარჯვეს
20:42 / 23.09.2013
ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები ეგვიპტისა და ბელორუსიის საერთაშორისო გამოფენებზე გაიგზავნა. მათ შორის 22 ნამუშევარს გამარჯვება ხვდა წილად.
ზუგდიდის არტ–გალერეაში ზემოთხსენებულ გამოფენებში გამარჯვებული სამხატვრო სკოლის მოსწავლეების დაჯილდოებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ მოსწავლეებს სიგელები, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა, წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

მასალის გამოყენების პირობები