დღეს მენდელსონის „საქორწინო მარშს“ 170 წელი შეუსრულდა
16:28 / 14.10.2013
170 წლის წინ პირველად გაჟღერდა ფელიქს მენდელსონის „უკვდავი“ მარში , ურომლისოდაც ალბათ უკვე წარმოუდგენელია საქორწინო ცერემონიები. პირველად მენდელსონის „საქორწინო მარში“1843 წლის 14 ოქტომბერს შესრულდა და მისმა თანამედროვეებმა უმალვე მონათლეს შეყვარებული წყვილების ჰიმნად. ის პირველად შექსპირის სპექტაკლის – „სიზმარი ზაფხულის ღამეში“- პრემიერაზე შესრულდა. საქორწინო ცერემონიაზე კი მენდელსონის „საქორწინო მარში“ პირველად 1847 წლის 2 ივნისს გამოიყენეს ინგლისში.

მასალის გამოყენების პირობები