სპორტის სასახლეში " ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს
22:17 / 08.05.2014
სპორტის სასახლეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე – ევროპის დღე.
"ჩვენი მოძრაობა არის ის მოძრაობა, რომელმაც საქართველოს გაუკვალა ეს გზა და ჩვენ ვხვდებით ევროპის სრულუფლებიანი წევრი", - განაცხადა ვაშაძემ.
ყრილობას პარტიის ლიდერები და თვითმმართველობის არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ესწრებიან.

მასალის გამოყენების პირობები