სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა
22:59 / 19.09.2012
სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. როგორც ჟურნალისტებს შოთა უტიაშვილმა განუცხადა, აღნიშნული თანამდებობა გიორგი ლორთქიფანიძემ დაიკავა. უტიაშვილის ინფორმაციით, ასევე შეიცვალა გლდანის მერვე საპყრობილის ხელმძღვანელიც. „ამჟამად სხვადასხვა ციხეებში ხელმძღვანელობის შეცვლა მიმდინარეობს,- დასძინა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხათუნა კალმახელიძემ დღეს, გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ, სადაც პატიმრების წამებაა ასახული, თანამდებობა დატოვა.

მასალის გამოყენების პირობები