პრეზიდენტმა 519 პატიმარი შეიწყალა
20:11 / 22.11.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 519 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის განცხადებით კომისიის დადგენილებას პრეზიდენტმა ხელი დღეს დილით მოაწერა. თევდორაძის განმარტებით, შეწყალებული 519 პატიმარიდან 50-ს სასჯელი გაუნახევრდა. ამასთან, შეწყალებულთა შორის 43 ქალია. 9 მსჯავრდებულ ქალს სასჯელი გაუნახევრდა.
თევდორაძის განმარტებით, შეწყალებულთა შორის არასრულწოვანი პატიმრები არ არიან, რადგან მათი განცხადებები კომისიას არ მიუღია. მისივე თქმით, კომისიამ სულ 1400 პატიმრის საქმე განიხილა.

მასალის გამოყენების პირობები