რუსეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
12:22 / 26.05.2015
რუსეთში მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო, 250 თვითმფრინავის, შვეულმფრენის და 700 ერთეული, სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკის გამოყენებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში, რომელიც 4 დღეს გაგრძელდება, 12 ათასი ადამიანი მონაწილეობს. სამხედრო სასწავლებელში მონაწილე სამხედრო ნაწილები სრულ საომარ მზადყოფნაშია მოყვანილი.

მასალის გამოყენების პირობები