"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი
15:40 / 11.05.2013
სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა. კოალიციის პოლიტსაბჭო ამ საკითხზე მსჯელობისთვის დღეს, 14:30 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეიკრიბება.
16:30 საათზე კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან, რის შემდეგაც კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდება. პრემიერისა და უმრავლესობის შეხვედრა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები