საკადრო ცვლილებები მთავრობაში
13:12 / 12.09.2016
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე საკადრო ცვლილების
შესახებ ბრძანება გამოსცა. მისი ბრძანებით, თანამდებობიდან
გათავისუფლდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ
თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ
საკითხებში-ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, ენერგეტიკის
მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი
ოთარ დანელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა.
ასევე, განკარგულების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა კახეთის სახელმწიფო-რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.
ზემოჩამოთვლილი პირებიდან ზოგიერთი საპარლამენტო არჩევნებში პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, ზოგი კი - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა.

მასალის გამოყენების პირობები