პრეზიდენტმა 7 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა
03:21 / 07.06.2013
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა 7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა ჰელმანდის პროვინციაში დღეს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო მიიღო, რომელსაც საქართველოს 6 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. გლოვის ნიშნად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში დღეს ქართულ მოწინავე ბაზაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 6 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა . თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო ავტომანქანან ააფეთქა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა 9 სამხედრო, ერთი კი ნანგრევებშია მოყოლილი .მიმდინარეობს მისი ძებნა.

მასალის გამოყენების პირობები