პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საკრებულოში ენმ-ს ყოფილი წევრის გელა თოლორაის შესაძლო დასწრებას აპროტესტებენ. მათი თქმით, თოლორაიამ მანდატი მათი პარტიის ხმებით მოიპოვა და უფლებას არ მისცემენ სხდომებს, როგორც "ევროპული საქართველოს" დეპუტატი დაესწროს. 

საკრებულოს სხდომაზე, სადაც ამ წუთებშიც ხმაურია, ენმ-ს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა და მოქალაქეები ესწრებიან.



Print